ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში

თურქეთში მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობას იბრუნებს

Reuters

თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია პარლამენტში უმრავლესობას იბრუნებს. პარტიამ ის მიმდინარე წლის ივნისში დაკარგა. დღეს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

ამ დროისთვის, ყველა ხმა დათვლილია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ 49.4% დააგროვა, მთავარმა ოპონენტმა სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ კი - 25.4%.

პრემიერმინისტრმა აჰმეთ დავითოღლუმ არჩევნების შედეგს თურქი ხალხისა და დემოკრატიის გამარჯვება უწოდა.

10%-იანი ზღვარი გადალახეს და პარლამენტში ადგილები მოიპოვეს პრო-ქურთულმა და ნაციონალისტურმა პარტიებმაც.

13 წლის მანძილზე უმრავლესობაში ყოფნის შემდეგ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პარტიამ ივნისში კოალიციური მთავრობის შექმნა ვერ მოახერხა.

იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანის პარტია პარლამენტში უმრავლესობას ვერ დაიბრუნებდა, თურქეთში რეფერენდუმის ჩაატარებას აპირებდნენ, რათა პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის უფლებამოსილებები გაზრდილიყო.

კომენტარები