თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ვრცელდება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია ლიდერობს. ამ დროისთვის, ხმების 93%-ია დათვლილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პარტიას ამ დროისთვის 49.6% აქვს, მის მთავარ ოპონენტს, სახალხო რესპუბლიკურ პარტიას კი - 25.1%.
BBC-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ პრო-ქურთული და ნაციონალისტი პარტიები 10%-იან ბარიერს გადალახავენ და პარლამენტში ადგილები შეხვდებათ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მცდელობებმა ივნისში მარცხი განიცადა.