შუალედური არჩევნები 2015

ცესკო: კომისიაში არანაირი სხდომა არ იგეგმება

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, კომისიაში არანაირი სხდომა არ იგეგმება.

„გვინდა გავაკეთოთ განმარტება საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იგეგმება კომისიის სხდომა. ცესკოში არც იგეგმებოდა და ვერც ჩატარდებოდა სხდომა, ვინაიდან კანონით დადგენილი წესით და ვადაში ამ ეტაპზე ჯერ საჩივრები წარედგინება და განიხილება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიებში და შემგომ - სასამართლოში. ცესკო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში ერთვება პროცესში," - ამბობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ცესკოსვე ინფორმაციით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე „ძირითადად მშვი ვითარებაში" ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული შეფერხებები:

„მაგალითად საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე კომისიას არ მიეცა იმის საშუალება, ემუშავა მშვიდ გარემოში. ამის გამო შემაჯამებელი ოქმი საოლქო საარჩევნო კომისიას მიეწოდა დაგვიანებით, რომელიც დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს ვებ-გვერდზე და აისახა კიდეც წინასწარ შედეგებში. ყველა დანარჩენი უბნიდან ცესკომ დროულად მიიღო საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც დაუყოვნებლივ აიტვირთა კომისიის ვებ-გვერდზე", - ამბობენ ცესკოში.

ამ დროისთვის, ყველა უბნის მონაცემებით, საგარეჯოს ოლქში არჩევნებს ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელი იგებს 7540 ხმით (49.5%), მეორე ადგილზე კი პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ირმა ინაშვილია 6981 ხმით (45.8%).

მარტვილში ქართული ოცნების კანდიდატი სოსო დანელია ხმათა 72.5%-ით ლიდერობს.

კომენტარები