შუალედური არჩევნები 2015

ცესკო: წინასწარი მონაცემებით, მარტვილში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა

ცესკოს ინფორმაციით, მარტვილის საარჩევნო ოლქში ყველა ხმა დათვლილია და, წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნებიდან სოსო დანელია იმარჯვებს. მან ხმათა 72.54%(9620) მიიღო, პატრიოტთა ალიანსიდან ეთერ მეძველიამ კი - 27.45%(3641).

რაც შეეხება საგარეჯოს საარჩევნო ოლქს, აქ მმართველი კოალიციის კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს. მას 6967(48.08%) ხმა აქვს, ხოლო პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილს - 6880(47.48%). საგარეჯოში 50 უბნიდან 48 არის დათვლილი.

დანარჩენ პოზიციებზე კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები არიან - გიორგი დავითაია 334(2.3%), მიხეილ ანდღულაძე 243(1.67%) და ზურაბი ჯორბენაძე 66(0.45%)

რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში, წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, ზაზა ჩიხლაძემ(45.01%), მზია ნინიაშვილმა(100%), რაული ძაგნიძემ (69.11%) და მელორი გელანტიამ(73.44%) გაიმარჯვეს.

კომენტარები