გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე ტერიტორიიდან კიდევ ორი ადამიანი გაიტაცეს

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან კიდევ ორი ადამიანი გაიტაცეს.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, დავით მინდიაშვილი და ვლადიმერ მახაჭაშვილი შეიარაღებულმა პირებმა ქარელის რაიონში სოფელ დვანის განაპირას დააკავეს, როდესაც ისინი საქონელს მწყემსავდნენ.

სააგენტოსვე ინფორმაციით, ორივე დაკავებული ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებულთა ოჯახებს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეებს რუსი ჯარისკაცები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის „ბრალდებით" აკავებენ და ცხინვალში გადაჰყავთ.

კომენტარები