შუალედური არჩევნები 2015

საგარეჯოსა და მარტვილში 12:00 საათისთვის მომრჩეველთა აქტივობა 13%-ს აღწევს

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, საგარეჯოში ამომრჩეველთა 12,7%-მა მიიღო მონაწილეობა, მარტვილში - 12,7 %-მა, დმანისში - 7,2%-მა, ვანში - 21%-მა, ხოლო ხობში - 20,1%-მა.

ცესკოს ცნობით, „საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს."

შუალედურ არჩევნებს აკვირდება 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 728 დამკვირვებელი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის - 22 დამკვირვებელი და მედია ორგანიზაციების 347 წარმომადგენელი.

ცესკო ამომრჩეველს კენჭისწყრის პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

კომენტარები