რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს უკანონო მოსმენები

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ, მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრის ავთენტურობა დაადასტურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ტოტალური, უკანონო მოსმენები. გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებები, თუ როგორ უნდა დაეცვათ სიტყვის თავისუფლება, მან არ გაიზიარა. 

"დღევანდელი ფაქტით საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ტოტალური უკანონო მოსმენები, არ არსებობს თავისუფალი სივრცე. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ვერ იარსებებს ვერანაირი სანქცია ფარული მიყურადების შესახებ, ერთადერთი რის გამოც შეიძლება მისმენდნენ არის ეს 315-ე მუხლით აღძრული საქმე, რომელიც ჩვენის ღრმა რწმენით აღძრულია იმიტომ, რომ ლეგალიზება მოახდინოს ფარული მოსმენების. მაგრამ ეს ჩანაწერი, რომლის ავტენტურობასაც მე ვადასტურებ, არის ჩაწერილი უფრო ადრე, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა, ეს არის სასამართლო სხდომის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერი და უნდა დავათარიღოთ სავარაუდოდ 19 ოქტომბრით.

პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი, მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავსირებით ყოველთვის საინტერესოა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ყველაფერში ერთი პოზიცია გვაქვს. ვადასტურებ, მიხეილ სააკაშვილის აზრით ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დაგვეცა იმ მეთოდებით, რა მეთოდებზეც ის საუბრობს. ეს არის შენობის ბარიკადირება, კუნთმაგარი ადამიანების შემოჯარვა და ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა. რამდენად გავიზიარე მე ეს დამოკიდებულება ბარიკადების აგებისა და ა.შ შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ, ამ საუბრიდან გასულია 10 დღე და იპოვნით ერთ ბარიკადს მაინც, შეგვიძლია გავაგრძელოთ ამაზე საუბარი", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი ფაქტი არის ამის დადასტურება იმისა, რომ "მე ნიკა გვარამიას, როგორც რიგით მოქალაქეს, არამედ მე როგორც რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს. დიახ ხელისუფლება მაშანტაჟებდა დიახ ამ ჩანაწერით მისი არსებობა ჩემთვის ცნობილი იყო. დღეს ყველა დარწმუნებულია რომ არ მომლანდებია ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი მესინჯერი, ეს ინფორმაცია ნამდვილია, მე ნამდვილად მაშანტაჟებდნენ იმიტომ, რომ რუსთავი2-ის ბედის. ღიად და დაუფარავად ვამბობ. ნებისმიერ ვითარებაში ვინც არ უნდა იყოს ინიციატორი გვერდიდან შემომსვლელი ამ შენობა ადამიანს, მისი ოჯახის რომელიმე წევრს ერთი თმის ღერი თუ ჩამოცვივდება თავიდან მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას.

ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც გვამყოფებს თავლთვალის დამცირების მუქარის და შანტაჟის ქვეშ და ვერ გაგვტეხა და ვერ გაგვტეხავს. დადეთ რაც გნებავთ ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი თანამშრომლებისთვის ამას არ აქვს მნიშნველობა. თქვენ რუსთავი 2-ს ვერ ჩაიგდებთ ხელში. ჩვენ ამის დასაცავად დავდგებით ბოლომდე. პოლიტიკური პარტიები რას გააკეთბენ ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია. ყველას მოვუწოდებთ გაუფრთხილდნენ თანამოქალაქეეების სიცოცხლებს,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ", - განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები