ანტიისლამური აქციები ევროპაში

პრაღაში ანტიისლამური და ანტიმიგრანტული აქცია გაიმართა

EPA

ჩეხეთის დამოუკიდებლობის დღეს ათასობით მოქალაქემ ანტიისლამური და ანტიმიგრანტული აქციები გამართა.

5000-ზე მეტმა ადამიანმა აქციები პრაღის და სხვა ოთხის ქალაქის ქუჩებში გამართეს. პარალელურად იმართებოდა საპირისპირო აქციაც, რომელსაც ასამდე ადამიანი ესწრებოდა. პოლიციამ მასობრივი არეულობის თავიდან ასაცილებლად, მათი ერთმანეთისგან გარიდება მოახერხა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა გერმანული ანტიისალმური დაჯგუფების PEGIDA-ს დამაარსებელი ლუც ბახმანიც. ყველაზე დიდი დემონსტრაცია ჩეხეთის სიდიდით მეორე ქალაქ ბრნოში გაიმართა, სადაც ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. პრაღაში, ლიბერეცსა და ოსტრავაში კი ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციებზე ინციდენტი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ წელს ევროპაში 700 000-ზე მეტი მიგრანტი შევიდა. ისინი ძირითადად სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან არიან. ევროპას მსგავსი მიგრანტული კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს.

კომენტარები