იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება

იარაღის უკანონო ტარებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი სპარტაკ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა სპარტაკ ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გლოკის მოდელის ორი პისტოლეტი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები