იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება

შსს: ოთარ წოწორიას სახლიდან პისტოლეტი და ვაზნები ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ევრომოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლიდან პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს - ამის შესახებ ტაბულას შსს-ში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ოთარ წოწორია არ დაუკავებიათ.

შსს-ს ცნობით, ჩხრეკა ოთარ წოწორიას ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. 

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ დაინიშნება ექსპერტიზები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამასთან, ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკისას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძეც ესწრებოდა, რომელმაც ტაბულას, ოჯახის სურვილიდან გამომდინარე, დეტალური ინფორმაცია ვერ მიაწოდა. ომბუდსმენის წარმომადგენლის თქმით, წოწორიას ოჯახის წევრები მათ იმ შემთხვევაში დაუკავშირდებიან, თუ საქმეში სახალხო დამცველის აპარატის ჩართვას გადაწყვეტენ.

კომენტარები