რუსთავი 2-ის საქმე

შსს: გვარამიას განცხადება სპეცრაზმების შესახებ სიცრუე და დეზინფორმაციაა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას ნათქვამი სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზაციის შესახებ, სიცრუეა.

"ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნ. გვარამიას განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თითქოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები, ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით, გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე, არის სრული სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია. ნ. გვარამიას მედია-მიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას," - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მას აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადასული და შესაძლოა რუსთავი 2-ის ეზოში შევიდნენ. მისივე განმარტებით, მოსამართლე ურთმელიძე უკანონო გადაწყვეტილებას გამოიტანს, რომელსაც დაუყოვნებლივ გადასცემენ აღსასრულებლად.

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო სხდომა 29 ოქტომერს განახლდება.

კომენტარები