ივანიშვილი: განსხვავებული კომპანიების შემოსვლაში მხოლოდ ტაბულა ხედავს ცუდს

თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იქნება მონოპოლიზირებული ბაზარზე და იქნებიან განსხვავებული კომპანიები, ამაში კარგის მეტი არაფერია. მხოლოდ ტაბულამ შეიძლება ნახოს ამაში ცუდი. რუსული კომპანიაა და თუ გაინტერესებთ რუსული კომპანიები, სწორედ თქვენი ბოკერია და თქვენი სააკაშვილის დროს მოხდა თელასის გასხვისება რუსულ კომპანიებზე. არაფერი ახალი ამ მთავრობას რუსეთისთვის არ გადაუცია, ეს მილი გაყვანილი იყო და ის, რომ ჩვენ ბიზნესმენებს მივცეთ არჩევის საშუალება და ფასების ეკონომია მოახერხონ, უფრო იაფი გაზი შეიძინონ, რამდენიმე ქვეყნიდან და რამდენიმე საშუალება იყოს იმისა, რომ გაზის შესყიდვა ხდებოდეს, ეს, რა თქმა უნდა, ბაზარს გააუმჯობესებს. არავინ არ ჩაგრავს და არავინ არ ჩრდილავს აზერბაიჯანულ კომპანიას და არაფერი მსგავსი არ მომხდარა და მათი მხრიდანაც არავითარი შფოთვა არ ისმის, რატომღაც შფოთავს ნაციონალური მოძრაობა, აზერბაიჯანელებთან მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, ვიცნობ სოკარის აქაურ პრეზიდენტსაც, იქაურ პრეზიდენტსაც, არაფერი არ ხდება, შფოთავს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. შფოთავს იმიტომ, რომ საშფოთი აქვთ მათ ძალიან ბევრი, საკუთარ პარტიაზე, საკუთარ პოზიციაზე და ეს შფოთვა უნდათ გადაიტანონ ქვეყანაზე, რაც ძალიან ცუდია და აზარალებს ქვეყანას.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი GAZPROM-თან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები