ჩვენ უნდა გვქონდეს არჩევის საშუალება, ჩვენ ვცდილობთ და მე აქტიური ვარ იმაშიც, რომ ირანული გაზი შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი გავლითაც და ჩვენც მოხმარება მოვახერხოთ. თქვენ რა იცით, ვინ როგორ სთავაზობს? ბიზნესმა აირჩიოს, ეს ბიზნესმენი გიჟი არ არის, როდესაც იაფად ყიდულობს სხვისგან, ძვირს არ გადაუხდის მეორეს. ეს ნორმალურია და როდესაც არჩევის საშუალება აქვს, ეს კარგია და ის თუ მოხერხდება, რომ ქართულ ბაზარზე... ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ აზერბაიჯანის სახელმწიფოს, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და გავაგრძელებთ, სოკარის კერძოდ ძალიან მადლიერები ვართ, მაგრამ თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იქნება მონოპოლიზირებული ბაზარზე და იქნებიან განსხვავებული კომპანიები, ამაში კარგის მეტი არაფერია. მხოლოდ ტაბულამ შეიძლება ნახოს ამაში ცუდი.
”





