სტალინი

ივანიშვილი: მე არ მაქვს სტალინის სურათი, თოფაძეს თუ აქვს სურვილი, მისი ნებაა

მე არ მაქვს სტალინის სურათი. გოგი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი, ეს მისი ნებაა. პრინციპში, ეს აკრძალული არაა. მე ესეთი დამოკიდებულება მაქვს მარტივად, არამარტო სტალინთან. თუ გინდათ. სტალინის მსგავსი პატარა თვისებები ჩვენს ბოლო ლიდერს რომ ჰქონდა, ამასაც შეგახსენებთ. არ შეიძლება, ადამიანები იხვრიტებოდნენ და იხოცებოდნენ და არ შეიძლება, რაიმე აქცია ტარდებოდეს საზოგადოების წინააღმდეგ იმისათვის, რომ რაღაც წყობას, ან წესრიგს ჩაეყაროს საფუძველი და რაღაც იდეოლოგიას. არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერი იდეოლოგია. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სტალინთან გამოტანილია და რაც გამოტანილია, მე მთლიანად ვემხრობი ამაში, ახალს ვერაფერს მოგახსენებთ. ის, რომ ისტორიის ნაწილია სტალინი და ვიღაცეები ამას იხსენებენ, ამის უფლებაც აქვთ. და ძალიან საინტერესო და მძაფრი ისტორია არის დაკავშირებული სტალინთან. მათ რიცხვში, ჩვენი ქვეყნის განვითარების და, შესაბამისად, მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის სტალინი არ იყო პოზიტივი. თუ გოგი თოფაძეს სტალინი მოსწონს, ამაშიც არაფერი დანაშაული არ არის, ეს მისი ნებაა და მისი უფლებაა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებაზე, რომ "მალე სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება".

კომენტარები