რუსული ბაზარი

ქართულ მწვანილს რუსეთში გაიტანენ

rebootwithjoe.com

საქართველო რუსეთისთვის მწვანე კულტურების მიწოდებას დაიწყებს. Россельхознадзор-ის განცხადებით, რუსეთის ბაზარზე გავა ქართული სალათი, ისპანახი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, ფოთლოვანი მდოგვი და ხახვი. 

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა Россельхознадзор-ის ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველ ზურაბ ჩეკურაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე.

„მხარეები კმაყოფილნი არიან აგრარული პროდუქციის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით ორმხრივი კავშირების განვითარებით. სერგეი დანკვერტმა აღნიშნა, რომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით, Россельхознадзор-ს ქართულ მცენარეულ პროდუქციასთან პრეტენზიები არ აქვს. შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება რუსეთისთვის ქართული მწვანე კულტურების მიწოდების დაწყებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია Россельхознадзор-ის განცხადებაში.

კომენტარები