კრიმინალი

ბინის გაქურდვის მცდელობისთვის ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვალერი ს, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ფ, 1990 წელს დაბადებული ზოსიმე ზ, 1991 წელს დაბადებული სულიკო შ. და 1996 წელს დაბადებული ბადრი ზ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები რუსთავში იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი ც. ქ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის გაქურდვას ცდილობდნენ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები - 2 ლეპტოპი და ბინის პატრონის სამკაულები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით).

კომენტარები