სამინისტრო: კალაძემ GAZPROM-თან გაზის დამატებითი მოცულობების მოწოდებაზე იმსჯელა

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცეპრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზპრომის ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები", - აცხადებს ენერგეტიკის სამინისტრო.

შეხვედრა მილანში გუშინ გაიმართა.

ეს უკვე მეორე მოლაპარაკებაა, რომელიც კახი კალაძემ გაზპრომთან გამართა. პირველი შეხვედრა ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გაიმართა.

კომენტარები