კალაძე Gazprom-ის წარმომადგენლებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა

ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე Gazprom-ის დირექტორს ალექსეი მილერს დღეს მილანში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Gazprom ავრცელებს.

"შეხვედრაზე განხილეს საქართველოს გავლით რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტისა და საქართველოსთვის მისი კომერციული მიწოდების საკითხი,"- წერია პრესრელიზში.

ეს უკვე მეორე მოლაპარაკებაა, რომელიც კახა კალაძემ გაზპრომთან გამართა. პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის სექტემბერში ბრიუსელში გაიმართა.

კომენტარები