კიევის მოქმედი მერი ვიტალი კლიჩკო არჩევნებში ლიდერობს

AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინაში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის და მერის არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლის უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქ კიევში ვიტალი კლიჩკომ ხმების 40%-ზე მეტი დააგროვა. მისმა კონკურენტმა ვლადიმერ ბონდარენკომ კი 8.7%.

პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიაში აცხადებენ, რომ მათი პარტია ქვეყნის სხვა ცენტრალურ ქალაქებშიც ლიდერობს.

უკრაინის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში კი ნაციონალისტური პარტია "თავისუფლება" ლიდერობს, მათ ხმების 30%-ზე მეტი მოაგროვეს.

დონეცკის ოლქის ორ ქალაქში - მარიუპოლსა და კრასნოარმეისკში არჩევნები ბიულეტენებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაიდო.

კომენტარები