ქართული ოცნება

პრემიერი: ივანიშვილმა ხალხთან ერთად გაიმარჯვა ისე, როგორც ქართველ ერს ეკადრება

სამი წელი გავიდა, ჩემო ძვირფასებო, მას შემდეგ, რაც კოალიცია ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად გაიმარჯვა. გაიმარჯვა დამსახურებულად, ღირსეულად, ისე, როგორც ქართველ ერს ეკადრება. ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ბუნებრივია, იყო შეცდომებიც, იყო ხარვეზებიც. ჩვენს ქვეყანაში რჩება ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია. მე პირადად, კოალიციას, გვაქვს აბსოლუტურად გააზრებული, რომ ამ პრობლემებს სჭირდება თანმიმდევრული მიყოლა და გადაჭრა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, საგარეჯოში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები