ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ივანიშვილი: მე მხოლოდ ვხარჯავ და არაფერს ვიღებ

2016 წელს თუ ისე არ მოხდება, როგორც მგონია მე და მოსახლეობა ჩემს პოზიციას, ჩემს აქცენტებს არ იზიარებს და სხვა შედეგებს მივიღებ, რა თქმა უნდა, ვალმოხდილი და წყნარად წავალ. მე პატარა ბიჭი აღარ ვარ, პრინციპში, ის ენერგიაც აღარ მაქვს, რაც ადრე მქონდა, მაგრამ მთელს ენერგიას ვწირავ ამ საქმეს, ეს არის ჩემი სტიმული, მაქვს ვალდებულების განცდა და მხოლოდ ერთადერთი მამოძრავებს - არცერთი ჩემი ქმედება საქართველოში არ არის პირადულიდან ამოღებული, რასაც კი ვაკეთებთ, თუ გნებავთ პანორამა და ქართუ ბანკიც კი, ემსახურება ერთ რამეს, როგორ დავეხმარო ჩემს ქვეყანას და არავითარი კომერციული ინტერესი მე საქართველოში არ მაქვს. მე მხოლოდ ვხარჯავ და არაფერს ვიღებ. როგორც კი ვნახავ, რომ საზოგადოებას არ სჭირდება ჩემი კონსულტაციები, რჩევები, პოზიციების დაფიქსირება - არ მგონია 2016 იყოს, მაგრამ თუ იქნება 2016 - ვალმოხდილად ვიგრძნობ თავს. მომეხსნება ვალდებულების განცდა. მიყვარს მებაღეობა, ძალიან მიყვარს დიდი ხეები, ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები