ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ივანიშვილი: პრეზიდენტი რეზიდენციაში შევიდა დაუკითხავად

არაფორმალური მმართველობა არის მოგონილი და სინონიმია ნაციონალური მოძრაობის. ამაზე ბევრჯერ გავაკეთე განმარტება. აღარ ვისურვებდი დღეს ამაზე საუბარს. როდესაც პრეზიდენტი შევიდა დაუკითხავად, არანაირი ფორმა არ დაიცვა და შევიდა პრეზიდენტის სასახლეში, დავით უსუფაშვილთან მქონდა ამაზე ჩაჭიდებული საუბარი. პრეზიდენტს კანცელარიაში ჰქონდა ყველა პირობა სამუშაოდ, ღარიბაშვილზე 2-3-ჯერ მეტი კაბინეტი ჰქონდა. მე და უსუფაშვილს გვქონდა ძალიან ჩაჭიდებული საუბარი. უსუფაშვილს დავუმტკიცე პირად საუბარში, რომ პრეზიდენტი არასწორად მოიქცა და ამაზე უნდა გაკეთდეს შესატყვისი აქცენტები. მან საუბარშივე მითხრა, რომ არ ჰქონდა არგუმენტები, მაგრამ პოზიცია მაინც არ შეიცვალა. მართლაც ის გამოვიდა და გააპრავა. ამ დროს მე პრემიერი აღარ ვარ. ამის შემდეგ მე უსუფაშვილისთვის არ დამირეკავს და არც რჩევის მიცემაზე მქონია პრეტენზია. ვერანაირი გავლენა უსუფაშვილზე ვერ მოვახდინე. კიდევ - უსუფაშვილმა დამირეკა რაღაც პროექტზე და მთხოვა, ზაქარია ქუცნაშვილისთვის დამერეკა. ზარი გავაკეთე, მაგრამ ზაქარია ქუცნაშვილმაც არ გაითვალისწინა ჩემი პოზიცია. ორივესთან იგივე ურთიერთობა მაქვს, რაც მქონდა. არავითარი ბერკეტი ზემოქმედების მე არ მაქვს. არ არის არცერთი ჩემი ნათესავი. არ მყავს საკუთარი ჯარი და ძალოვნები. ერთადერთი, რასაც ვამბობდი და გავიმეორებ დღესაც, მე მაქვს მოსახლეობის ჭარბი ნდობა. არჩევნების დროს ჩემს სიტყვას აქვს ფასი. შემიძლია, ხალხს მივანიშნო და ვთქვა ისე, როგორც მე ვფიქრობ.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები