რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი რუსთავი 2-ზე: რა თქმა უნდა, ეს არის ბრძოლა ორ სუბიექტს შორის

რა თქმა უნდა, ეს არის ბრძოლა ორ სუბიექტს შორის. თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრები და თვითონ რუსთავი ორის ხელმძღვანელი ყველანაირად ცდილობს დახატოს, რომ ეს არის მთავრობის დაკვეთა და მათ ებრძვის მთავრობა. საერთოდ, საოცარი აჟიოტაჟი არის აწეული თუ ატეხილი ამ სასამართლო პროცესის ირგვლივ. რეალურად თუ შევხედავთ ჩვენ პრაგმატულად, რა ხდება, სასამართლოში ჩივის ქიბარ ხალვაში, რუსთავი ორის ყოფილი მფლობელი, დაობს საკუთრებაზე. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მაესტროში ხდება მსგავსი პროცესი. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია - ცოტა უფრო ადრე დაწყებულია - აქციონერები დაობენ. თითქოს იქაც მთავრობას ხედავდნენ, მაგრამ მიწყნარდა ეს საბედნიეროდ, რადგან როგორც ჩანს, და მეც დარწმუნებული ვარ, მთავრობა არაფერ შუაშია, არც ერთ შემთხვევაში და არც მეორე შემთხვევაში და საოცარია, აი, გაავლეთ პარალელი, ამ ორ შემთხვევას შორის -  მაესტროში მიდის კამათი აქციონერებს შორის და მიდის კამათი, როგორც უნდა მიდიოდეს. არ არის კარგი, ნებისმიერი დავა არ არის სასიამოვნო და ვერ შევაქებ დავას, მაგრამ ასეთია ცხოვრება და არის დავა. არავითარი აჟოტაჟი ამას არ ახლავს. რა ხდება რუსთავი ორში? რატომ არის ასეთი ისტერიკა, საოცარი ისტერიკა. ჯერ ერთი, სასამართლო პროცესი მიდის, იქნებ მათ სასარგებლოდ ხდება ყველაფერი? უკვე გაკეთდა ისეთი განცხადებები, რომელსაც ვერ ასაბუთებენ, რაღაცებს მარჩიელობენ - ასე გადაწყდება, ისე გადაწყდება და მე მგონი, თანხვედრაში ჯერჯერობით ვერ მოდიან. რა თქმა უნდა, კეძო დავაა და არ არის ეს კარგი, განსაკუთრებით არ არის კარგი, როდესაც ეს ემჩნევა... თვითონ ჟურნალისტებზე გადადის, მედიის ხარისხს ეტყობა და ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ეს პროცესები მიდის და არამხოლოდ საქართველოში - ეს არ არის ჩვენი მოგონილი, სასამართლო ამისთვის არსებობს. არაფერი არ ხდება მაესტროს ირგვლივ, არადა, ეს პროცესები არის არანაკლებ მწვავე, როგორც ვიცი. და როგორც ინფორმაცია ჟონავს - მაესტროს ირგვლივ. რატომ არის ასეთი ისტერიკა, რა ხდება ასეთი, რატომ არის წინასწარ ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები