უკრაინული ვიკილიქსი

გაბაშვილი: მარგველაშვილითა და მისტიური "გაგუშათი" შეთქმულების თეორია შექმნეს

ეს როგორც ნაბოდვარიც, ძალიან არასერიოზულად შესრულებული ნაბოდვარია. ძალიან ბევრი ლაფსუსებითა და სასაცილო ნიუანსებით. ვიღაცამ გადაწვიტა ერთიანად გადაჭრას პრობლემა და დაწყებული პრეზიდენტ მარგველაშვილით დამთავრებული ვიღაც მისტიური "გაგუშათი", შეთქმულების თეორია შექმნა, მაგრამ სამწუხარო ამ ვითარებაში არის ის, რომ ამაზე სახელმწიფო იწყებს გამოძიებას. სუსი სერიოზული სახით დგას და აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაზე არის დაწყებული გამოძიება. ეს მხოლოდ ასუსტებს სახელმწიფოს და მასხრად ასაგდებად ხდის სახელმწიფო ინსტიტუტებს. მათ შორის ქვეყანის უსაფრთხოების სისტემას. თუ ასეთ რაღაცეებს ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს, რომელიც დღეს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურია, ეს არაფერი კარგით ქვეყნისთვის არ დასრულდება. ეს არის ძალიან სერიოზული ვითარება. ამას ძალიან სერიოზულად აღიქვამს სახელმწიფო. ტრაგიკული ვითარეებაა. პრინციპში, ეს იქნებოდა მხოლოდ გასართობი მასალა და სოციალურ ქსელებში დასაცინი სისულელე, რომ არა სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემებში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ამას სერიოზულად აღიქვამს

გოკა გაბაშვილი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და შეთქმულების საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.

კომენტარები