ტრაგედია საფრანგეთში

საფრანგეთში მომხდარ ავარიას 42 ადამიანი ემსხვერპლა

www.breakingnews.ie

ტრაგიკული შემთხვევა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბორდოს აღმოსავლეთით მოხდა, სადაც ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ავარია ადგილობრივი დროით, 07:30 საათზე მოხდა. შეჯახების შემდეგ ორივე ავტოსატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ავტობუსის 41 მგზავრი და სატვირთო მანქანის მძღოლი დაიღუპნენ.

ავტოკატასტროფას სულ 8 ადამიანი გადაურჩა, რომელთაგან 5 დაშავებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 60 მეხანძრე, რომლებიც ავარიის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ.

ფრანსუა ოლანდმა, რომელიც ვიზიტით ათენში იმყოფება, მწუხარება გამოთქვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და ტრაგედიის სრულად გამოძიების პირობა დადო.

კომენტარები