ტრაგედია საფრანგეთში

საფრანგეთში, ებრაულ სკოლაში, 3 ადამიანი მოკლეს

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ტულუზაში, ებრაულ სკოლაში 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ორი ბავშვი. არიან დაჭრილებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. თვითმხილველების განცხადებით, უცნობმა მამაკაცმა უმისამართოდ გახსნა ცეცხლი სკოლის ეზოში და შემდეგ მოტოციკლით მიიმალა.

სამი დღის წინ მსგავს შემთხვევას საფრანგეთის იგივე რეგიონში 3 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. მკვლელი მაშინაც მოტოციკლით მიიმალა. ფრანგული ტელევიზია BFM-ის კორესპოდენტის თქმით, ადგილობრივები ორ ტრაგედიას ერთმანეთთან აკავშირებენ.

კომენტარები