საპარლამენტო უმრავლესობა

ქართული ოცნების ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას გამართავს

ქართული ოცნების ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას გამართავს, რომელზეც ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძის არჩევის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გარდა ამისა, დეპუტატ ელისო ჩაფიძის თქმით, სხდომაზე იმსჯელებენ, რამდენად ღირს პრეზიდენტის მიერ რუსთავი 2-ის საკითხზე დაწყებულ კონსულტაციებში მონაწილეობა.

სხდომა დღეს, სავარაუდოდ, 18:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები