რუსთავი 2-ის საქმე

ხიდაშელი: პრეზიდენტის განცხადება უპასუხისმგებლოა და ვითარებას ძაბავს

ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს საქართველოს პრეზიდენტი იწყებს ძალიან მძიმე სიტყვებით ლაპარაკს. საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება ქვეყანაში. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. როდესაც იწყებ საუბარს, რომ დიალოგს ვიწყებ კონსტიტუციურ წესრიგზეო, მაშინ ამის ნიშნები უნდა იყოს ქვეყანაში. ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს, ამიტომ სანამ ვინმეს მიუთითებს, რომ ვინმე რამეს ძაბავს, მე ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადების გაკეთება არის ვითარების დაძაბვა.

თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე

კომენტარები