რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: მოდით ხვალ სასამართლოსთან და რუსთავი 2-თან

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, მივიდნენ რუსთავი 2-ისა და სასამართლოს შენობებთან. 

"მოგმართავთ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, დაგვიდექით გვერდზე. მოგიწოდებთ, დადექით რუსთავი 2-ის შენობასთან ხვალ იმიტომ, რომ არ მოვიდეს იძულებით აღსრულების მექანიზმი და აქედან არ გაუშვან ისინი, ვინც ყოველდღე სიმართლეს გეუბნებიან და არ შემოვიდნენ ისინი, ვინც ვარდისფერი სათვალეებით გაყურებინებენ სამყაროს. მოდით სასამართლოსთან იმიტომ, რომ ნახონ ჩვენი ძალა"- თქვა გვარამიამ.

კომენტარები