რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლებამ ახალ ეტაპზე აიყვანა - დღევანდელი სასამართლო პროცესი რაღაცით კარნავალსაც დაემსგავსა, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მთავარი ბრალდებული მოსამართლე გახდა. თამაზ ურთმელიძე სამართლის ისტორიაში ალბათ არაფრით შევა თუმცა დედასთან ნათესაური კავშირის უარყოფა ამ ქვეყანაში ალბათ არასდროს დაავიწყდებათ.
მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი და ნათელი განცხადებებისა სოლოლაკის ქედზე კვლავ ფიქრობენ, რომ რუსთავი 2-ის მოშორება ოცნების ხელისუფლებას პრობლემათა დასასრულისკენ გაუკვალავს გზას.
რამდენად სწორია ხელისუფლების დასკვნები და რა შედეგებს მოუტანს ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნებული ტელევიზია ქართულ საზოგადოებას?




