კანადა ერაყიდან და სირიიდან სამხედრო-საჰაერო ძალების გაწვევას აპირებს

EPA

კანადის ახლადარჩეულმა პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ დაადასტურა, რომ კანადის სამხედრო-საჰაერო ძალები ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიადარტყმებს აღარ განახორციელებენ. ტრიუდომ ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე შეატყობინა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და განუმარტა, რომ ამ მისიის შეჩერება მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ტრიუდოს გაწვევის ზუსტი თარიღი ჯერ არ დაუსახელებია.

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ტრიუდო აცხადებს, რომ კანადა დარჩება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის აქტიურ წევრად და ის გააგრძელებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას.

თეთრი სახლის განცხადებაში კი წერია, რომ ბარაკ ობამა ამ საკითხთან დაკავშირებით, კანადის ახალ მთავრობასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას აპირებს.

კომენტარები