გაბაშვილი: Gazprom-ზე დამოკიდებულების გაჩენა ამ მთავრობის მოღალატური ნაბიჯია

ბატონი კალაძის მიერ დაანონსებული დამატებითი გაზის შეძენა Gazprom-დან არის ნამდვილად მოღალატური ნაბიჯი. აქამდე Gazprom-ის გაზს ჩვენ ვიღებთ მხოლოდ სომხეთში მისი ტრანზიტით გატარების საფასურად და ეს არ ქმნის საქართველოს დამოკიდებულს Gazprom-ზე. მთელ ჩვენს მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებთ სხვა გაზის ხარჯზე, კერძოდ, მეგობრისგან მიღებული, იაფი გაზის ხარჯზე. Gazprom-ზე დამოკიდებულების თავიდან გაჩენა არის ამ მთავრობის მოღალატური ნაბიჯი. სხვათა შორის, რუსთავი 2-ის დახურვაც სჭირდებათ ზუსტად ამიტომ, რომ ასეთი მოღალატური ნაბიჯები გადადგან ადვილად.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი.

კომენტარები