რეფერენდუმი ე.წ. სამხრეთ ოსეთში

კვაჭანტირაძე: სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება

ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამიტომ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისადაც რეფერენდუმს არანაირი საერთაშორისო დატვირთვა არ ექნება, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. საინტერესოა, საერთოდ ვისთან აპირებენ რეფერენდუმის ჩატარებას, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გახიზნულია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებაზე, რომ მას სურს რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება.

კომენტარები