როგორც ჩანს, მოსამართლისთვის არ იყო ჩემი იქ ყოფნა საჭირო, იმიტომ რომ დისკომფორტს წარმოადგენს ჩემი იქ ყოფნა და, საერთოდ, თავისუფალი მედია წარმოადგენს დისკომფორტს მისთვის. ის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს პროცესზე, ის არ წარმოადგენს სასამართლო სისტემას. პრობლემა ის არის, რომ რეალურად, ჩვენი არცერთი შუამდგომლობა ამ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, არ მიიღო ჩვენი არცერთი მტიკიცებულება, თქვა, რომ ექსპერტიზის ჩატარების უფლებაც არ გვაქვს, მაშინ როდესაც, მოწინააღმდეგე მხარეს ექსპერტიზა ჩატარებული და წარმოდგენილი აქვს. ასეთ შემთხვევას არ შევსწრებივარ, რომ საპროცესო ნორმის მითითების გარეშე არ დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და ჩაკითხვაზე, რის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა, მან თქვა, რომ შეჯიბრობითობის პრინციპის. ზოგადად წარმოუდგენელი რამ ხდება დღეს სასამართლო დარბაზში, ჩვენ არ გვყავს სასამართლო დარბაზში მოსამართლე, გვყავს ზედამხედველი, რომელიც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც უკვე გადაწყვეტილი აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დავაყენებთ და დავასაბუთებთ ყველა შუამდგომლობას, მოვაგროვებთ ყველა უარყოფით და უკანონო პასუხს, და ამ უკანონობებს, შეგროვებულს და აკუმულირებულს, გამოვიყენებთ დანიშნულების მიხედვით საჭირო დროს და საჭირო ადგილას. და ეს დრო და ადგილი აუცილებლად დადგება.
tbl.ge/w7y
დაკოპირდა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო პროცესიდან გაძევების შემდეგ.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




