თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. თელასის ცნობით, საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, გელოვანის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის და გაგარინის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების და ალექსეევკის დასახლების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ავშნის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, ხორავას და მელიქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის და სპირიდონ კედიას ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები