NDI-ის კვლევა

თარხნიშვილი NDI-ზე: მივიღეთ გზავნილი, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ადამიანებთან

კვლევები ასახავს სრულად იმას, თუ რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის იმ შეცდომების შედეგი, რომელიც ჰქონდა ქართულ ოცნებას სამი წლის განმავლობაში და იმ უმოქმედობის შედეგი, რომელიც ჰქონდა ქართულ ოცნებას სამი წლის განმავლობაში. იმ გაჭირვების შედეგი, რომელიც მიიღო თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ამ ყველაფრის შედეგად. მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის ის, რომ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ადამიანებთან და წარმოვაჩინოთ ის გეგმა, რომელიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას. კვლევამ ანახა, რომ ენმ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა, შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი თითოეული მოქალაქე, რომ ეს გეგმა რეალურია და მოვიპოვოთ ეს მხარდაჭერა. სწორედ ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ქართველი მოსახლეობიდან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაბის წევრი ლევან თარხნიშვილი NDI-ის კვლევაზე.

კომენტარები