კრიმინალი

თხილის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა თხილის ქურდობისთვის 1993 წელს დაბადებული დაჩი კ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის დაბა ნასაკირალში, ნანული ძ-ს საცხოვრებელი სახლიდან 200 კგ თხილი მოიპარა, ოზურგეთში, თხილის ჩამბარებელ პუნქტში 1200 ლარად ჩააბარა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაჩი კ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები