ჰააგის სასამართლო

დავითაია: საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ შესწევს გამოძიების წარმოების უნარი

ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მოხდა დანაშაული კაცობრიობის წინაშე, მოხდა ეთნიკური წმენდა, მაგრამ ვინ არის ამაში დამნაშავე? ამაზე უნდა იყოს ბრალი წაყენებული. მოვისმინეთ განცხადება, ქალბატონი წულუკიანის, რომ არ ვიქნებით პროფესიონალები, თუ ეს ჰააგის გამოსაძიებელი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ვითარება აქეთ მიდის, რომ დიდი ალბათობით დაიწყება გამოძიება, მე მივმართავდი პროკურატურას, რომ მათ ამ 30 დღიან ვადაში, სანამ დასკვნების დადება დაიწყება გამოიძიებენ თუ არა, წაუყენოს ბრალი სეპარატისტთა ლიდერებს, გააკეთონ ყველაფერი, რომ ანახონ, რომ საქართველოს შესწევს უნარი გამოძიების წარმოების. ერთადერთი ის არის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევალთ, აქ მტკიცებულების მოპოვებაზეა საუბარი, მაგრამ რაში სჭირდება მტკიცებულება იმას, რომ კონსტიტუციური წყობის რღვევა დაიწყო კოკოითმა და ა.შ

ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე გადაცემაში თეორემა

კომენტარები