ლონდონში გამართულ გენეტიკური მასალებისა და ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო გამოფენაზე ე.წ. აფხაზური დელეგაცია იმყოფებოდა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Apsny Press-ი იუწყება.
„ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა, გაგვეცნო თავი საერთაშორისო წრეებისთვის, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკას", - ამბობს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საველი ჭითანავა.
მონაწილეებმა მოინახულეს ლონდონის ბოტანიკური ბაღი. ჭითინავას თქმით, მათ ერთობლივი ექსპედიციაც დაგეგმეს.





