ხაინდრავა: პრემიერის გარემოცვა ურთიერთსაწინააღმდეგო მესიჯებს აჟღერებს

პირველ რიგში, სჯობია, პრემიერმა თავის გარემოცვას მისცეს შენიშვნები, რომელიც ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო მესიჯებს აჟღერებს. გვაქვს ვითარება, როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ არ იცის, რაზე საუბრობს ენერგეტიკის მინისტრი Gazprom-ის ხელმძღვანელთან ბრიუსელში. ხოლო შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რის თაობაზე საუბრობს ბაქოში სასწრაფოდ გაფრენილი პრემიერმინისტრი. ეს პირველი თემაა ენერგეტიკის მინისტრის და ქვეყნის პირველი პირის. ბუნებრივია, ეს იწვევს ლეგიტიმურ კითხვებს.

ამბობს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა Gazprom-თან მოლაპარაკებებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები