NDI-ს კვლევა

კახიშვილი: გაუგებარია, რატომ არ შეცვალა NDI-მ კონტრაქტორი

სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი კვლევები საქართველოს ტიპის ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება. 

"ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში ასეთი კვლევები გამოიყენება ძირითადად ხალხის აზრის ჩამოყალიბებაში... ხდება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, ამდენი მოთხოვნის შემდეგ, რატომ ვერ შეცვალა NDI-მ თავისი კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ახორციელებს კვლევებს" - აღნიშნა კახიშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ორშაბათს, 12 ოქტომბერს, კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 4,448 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები