NDI-ის კვლევა

NDI: მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხები გზები და წყალმომარაგებაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხები გზები (38%), წყალმომარაგება (32%) და გაზმომარაგებაა (23%). შემდეგ მოდის გარემოს დაბინძურება, კანალიზაცია და ნაგვის შეგროვება.

ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხები კი, კვლევაში მონაწილეებისთვის არის პირობები საბავშვო ბაღებში (3%), ელექტროენერგიით მომარაგება (4%) და სკოლების კეთილმოწყობა (5%).

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 4,448 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები