იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული ნეიმათ კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობის ბრალდებით, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ სისტემის, „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 32 საბრძოლო ვაზნით, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ერთი მჭიდით, 8 საბრძოლო ვაზნით და 6 ათასი ლარი ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნეიმათ კ. აღნიშნული იარაღის და საბრძოლო ვაზნების რეალიზაციას აპირებდა და მყიდველისგან 6 ათას ლარი ჰქონდა აღებული. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 19-236-ე მუხლის მე-4 ნაწილით).

კომენტარები