ივანიშვილი: ჩემი ინიციატივა იყო საქართველოში სამეცნიერო ცენტრის შექმნა

ორ წელიწადზე მეტია, რაც მე და გია დვალი ამ პროექტით ვართ დაინტერესულნი. მინდა მადლობა გადავუხადო გიას. ინიციტივა ჩემი იყო, დავუკავშირდი გიას და მისგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. თემურ ლომთაძემ მიიღო დიდი მონაწილეობა, ის აქტიურად არის ჩართული პროექტში, ისევე როგორც ჩვენი გუნდი. რა თქმა უნდა, მადლობა ჩამობრძანებისთვის ჩვენს სტუმრებს. თქვენი სტუმრობა საქართველოში ჩვენთვის დიდი პატივია და იმედი მაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ქართული მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში მსგავსი ცენტრი დაფუძნდეს

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის შესახებ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

კომენტარები