კანდელაკი: გაუგებარია, რაში გვჭირდება ძვირი და არასტაბილური რუსული გაზი

გაუგებარია, რაში სჭირდება საქართველოს ძვირი და არასტაბილური რუსული გაზი, როცა აგერ გვაქვს იაფი და სტაბილური აზერბაიჯანული გაზი, რომელმაც რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება დაგვაძლევინა. უნდა გავიხსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი უდიდესი ალბათობით კვლავაც არის გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერი, რუსულ გაზზე დამოკიდებულების აღდგენას კორუფციული სუნი უდის და პოლიტიკურ საფრთხესაც შეიცავს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ქართული მხარის Gazprom-თან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები