მიროტაძე Gazprom-ზე: ოკუპანტთან ვერ გექნება "მერე რა მოხდა, არაუშავს" პოზიცია

ქვეყანასთან, რომელიც მტრულად არის განწყობილი, რომელიც მუდმივად მცოცავ ოკუპაციას აწარმოებს, რასაკვირველია, ვერ გექნება "მერე რა მოხდა, არაუშავს" პოზიცია, თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით. ზოგადად, მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პოლიტიკურმა ვითარებამ მთლიანად უნდა გადაწონოს ეკონომიკური მიმართულებებიც, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქმე გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ქართული მხარის Gazprom-თან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები