რომის მერი

რომის მერმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის გამო პოსტი დატოვა

იგნაციო მარინო
www.theguardian.com/

რომის მერი იგნაციო მარინო, რომელიც თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა, ათობით ათასი ევროს ოდენობის გაფლანგვის ბრალდების გამო, პოსტიდან გადადგა. BBC-ის ინფორმაციით, მარინო სახელმწიფო ქონებას პირადი ხარჯების დასაფარად იყენებდა. ამავე ცნობით, იგნაციო მარინომ ქალაქის ბიუჯეტიდან 20 000 ევრო ძვირადღირებულ ვახშმებზე გაფლანგა.

მარინო უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ თანამდებობას შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ტოვებს. იგნაციო მარინომ პოსტი ხუთშაბათს ღამით დატოვა, მას შემდეგ, რაც ატეხილი სკანდალის გამო დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა დაკარგა.

მარინოს მიმართ უკმაყოფილებას მოსახლეობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოთქვამდა, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის გარშემო ატეხილმა სკანდალმა კი მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული დააჩქარა.

კომენტარები