NATO-რუსეთი

NATO: ბალტიისპირეთში ჩვენი მობილიზება საქართველოში რუსეთის ქმედებებზე პასუხია

northcountrypublicradio

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბალტიის ქვეყნებში NATO-ს მობილიზება პასუხია რუსეთის იმ ქმედებებზე, რაც მოხდა უკრაინაში - ყირიმში, საქართველოში - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ სტოლტენბერგმა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის აბსოლუტური თანხმობაა, რომ NATO-მ უნდა უპასუხოს რუსეთის ქმედებებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა აღმოსავლეთით, ასევე გავზარდეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობები, ჩვენ ვეხმარებით და ვმუშაობთ მათთან", - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები