რუსთავი 2-ის საქმე

მიროტაძე რუსთავი 2-ზე: კითხვები მაქვს, მაგრამ შემაშფოთებელი პოზიცია - არა

სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს არც მედიის თავისუფლებაში და არც სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ეს არის ორი მხარის დავა. განსაკუთრებით სენსიტიური თემაა და სულაც არ მიკვირს ასეთი დაინტერესება მეგობარი სახელმწიფოების და ჩემი კოლეგების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ეს მგონია, რომ ბუნებრივი პროცესია და ძალიან ვურჩევდი ყველა მხარეს, განსაკუთრებით რუსთავი 2-ის წარმომადგენლებსაც, მოდავე მხარესაც, რომ ნაკლებად მოახდინონ თემის პოლიტიზება. პირადად მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები პროცესს, რომ რაიმე გადაცდომასთან არ გვქონდეს საქმე, მაქვს კითხვები, მაგრამ ჯერჯერობით, შემაშფოთებელი პოზიცია არ მაქვს. პირადად მე არავის მივცემ უფლებას, რომ მედიის თავისუფლებას დაემუქროს საფრთხე, ვინაიდან ეს არის ჩვენი ყველაზე მთავარი მონაპოვარი. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები