რუსთავი 2-ის საქმე

გაბაშვილი: ივანიშვილის რეჟიმის სახე ოპონენტების დაჭერა და ციხეში ჩაყრაა

თუ ჩვენ მივცემთ უფლებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაამყაროს საბოლოოდ იმ ტიპის რეჟიმი, რომლისკენაც მიდის და რომლის სახე უკვე გამოკვეთილია, მაგ რეჟიმის სახე არის პოლიტიკური ოპონენტების დაჭერა და ციხეში ჩაყრა. თუ ჩვენ უფლება მივეცით ივანიშვილს ასეთი რეჟიმი დაამყაროს, საბოლოოდ გააფორმოს, ჩვენ წლებით და ათწლეულებით დავკარგავთ შანსს იმისას, რომ ქვეყანა სწორი განვითარების გზით წავიდეს. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება არის ძალიან მყარი. დღეს ჩვენ აქ მოვედით, რომ ამ ადამიანს ვუთხრათ, რომ ამას ვერ მოახერხებს.

განაცხადა გიორგი გაბაშვილმა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას

კომენტარები